ფინანსები
08/02/2021

არჩილ კონცელიძე: ლარიზაციის პოლიტიკას ₾200 000-იანი ზღვრის 100 000-მდე შემცირება არ დააზიანებს

VTB ბანკის პრეზიდენტი თვლის, რომ 200 ათას ლარიანი ჭერის 100 ათას ლარამდე შემცირების რესურსი არსებობს და ცვლილება ლარიზაციის პროცესს არ დააზარალებს.

„ლარიზაცია აუცილებელი პროცესია და რომ არა დედოლარიზაციის პოლიტიკა შარშანდელი წელი საბანკო სექტორისთვის კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. ლარიზაცია ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ლარიზაციის პოლიტიკას დღეს არსებული 200 000 ლარიანი ზღვრის 100 000 ლამრამდე შემცირება არ დააზიანებს,“ - აღნიშნა კონცელიძემ.

მისივე განმარტებით, დღეს პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე საბანკო და საფინანსო მიმართულებით თემები არ განუხილავთ.

„საბანკო მიმართულებით საკითხებზე მსჯელობა არ გამართულა. ლარიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქონდა ცალკე შეხვედრა და ეს შეხვედრები გაგრძელდება. დღეს კი ბევრი სხვადასხვა დარგის კომპანია იყო წარმოდგენილი და საფინანსო საკითხებზე საუბრის დროც არ გვქონდა,“- განაცხადა არჩილ კონცელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლები პრემიერს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022