ფინანსები
02/03/2021

ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი მცირდება

საბანკო სექტორის ნაწილმა მომხმარებლებს დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ აცნობეს. ანაბრებზე დარიცხული სარგებელი მომხმარებლებს აპრილიდან შეუმცირდებათ.

როგორც საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მაქსიმუმ 1% შეიძლება იყოს.

„ანაბრებზე არის მიზერული 0.25%-იანი ან მაქსიმუმ 1%-იანი ცვლილება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ამ ეტაპზე არ არის სისტემური ხასიათის და ყველა ბანკს არ შეუმცირებია ჯერჯერობით სარგებლის მოცულობა. საქმე გვაქვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია შედარებით მაღალი ლიკვიდობით უცხოურ ვალუტაში და შეზღუდვებით, რომლის მიხედვითაც უცხოურ ვალუტაში დაბანდება ბევრად უფრო პრობლემურია ვიდრე ლარში,“ - განმარტავს ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

მისივე თქმით, უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო მიმართულებით პროცენტების შემცირება კრიზისის მიუხედავადაც მოსალოდნელი იყო, თუმცა კრიზისმა პროცესს ხელი შეუწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022