ფინანსები
02/02/2021

ალექსანდრე ძნელაძე: ვიმედოვნებთ, საბანკო სექტორი 2019-ის ნიშნულს წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება

საბანკო ასოციაცია კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების 2019 წლის ნიშნულთან დაბრუნებას წლის მეორე ნახევრიდან ელის. ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, აღნიშნული მოლოდინი ოპტიმისტურ გათვლებს ეყრდნობა.

„2020 წელს პანდემიამ შეცვალა გარკვეული მიდგომები არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ, პირველი კვარტლის ანალიზი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ გავაკეთოთ 2021-ის ზუსტი პროგნოზი. თუმცა, საბანკო სექტორში უფრო მეტი აქტივობა ალბათ, უფრო გაზაფხულზე იქნება. წლის მეორე ნახევრიდან არის ოპტიმისტური გათვლა რომ მაჩვენებლები 2019-ის ნიშნულს დაუბრუნდება,“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე განმარტებით, უმოქმედო სესხების მატებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანის პროგნოზი ზედმეტად კონსერვატულია და ასოციაცია იმედოვნებს, რომ ამ მაჩვენებლების 10%-მდე ზრდა არ დაფიქსირდება.

„სესხების ვადაგადაცილებებთან მიმართებით ეროვნული ბანკის პროგნოზი ცოტა უფრო კონსერვატულია. ვიმედოვნებ, ამ მაჩვენებლამდე არ მივა საბანკო სექტორის უმოქმედო სესების მოცულობა. იქიდან გამომდინარე თუ რა მაჩვენებლებიც იყო გასულ წელს. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ზუსტი პროგნოზირება ძალიან რთულია. იმ დარგებში, რომლებსაც სეზონური გრაფიკები აქვთ და მოხდა მათი სესხების რესტრუქტურიზება, სექტემბრამდე ჩვენ ვერ დავინახავთ აღდგა თუ არა მათი გადახდები. ამიტომ შეფასებები ცოტა პირობით იქნება,“ - განაცხადა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელი საბანკო სექტორმა პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 99.2 მლნ ლარის მოგებით (კონსოლიდირებული) დაასრულა. ბაზარზე წარმოდგენილი 15 ბანკიდან 7 მოგებაზე (206 მლნ ლარი) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სექტორს ყველაზე მოცულობითი, 1 მლრდ-მდე, 943 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა მარტში, პანდემიის დარტყმისას, სებ-მა ნამეტი რეზერვის შექმნა რომ დაავალდებულა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023