ფინანსები
01/03/2023

ალექსანდრე ძნელაძე: სადეპოზიტო პორტფელმა მოცულობით საკრედიტო პორტფელს გადაასწრო

„პირველი შემთხვევა გვაქვს საქართველოში, როდესაც სადეპოზიტო პორტფელმა მოცულობით საკრედიტო პორტფელს გადაასწრო.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, მიზეზი საკრედიტო აქტივობის შენელებაა, რაც თავის მხრივ ეროვნული ბანკის რეგულაციებითაა გამოწვეული.

„სხვადასხვა ხელისშემწყობი ფაქტორები რომ არ გავითვალისწინოთ, მათ შორის მიგრაცია, შეიძლება არც მომხარიყო ისე, რომ დეპოზიტების მოცულობა საკრედიტო პორტფელზე დიდი ყოფილიყო საქართელოში.

თუმცა, საქართველოში ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ბოლო პერიოდში მოსახლეობისა და კომპანიების აქტივობა მატულობს. ეს ტენდენცია გამოკვეთილია.

ცხადია, საბანკო სექტორში აქტივობის უფრო მეტ ზრდას ველოდით ვიდრე რეალურად დაფიქსირდა, როგორც საკრედიტო ისე სადეპოზიტო აქტივების მიმართულებით.

კარგია, რომ დეპოზიტების მოცულობასა და საკრედიტო პორტფელს შორის დიდი სხვაობა არ არის და იმედი მაქვს რომ არც იქნება.“-აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

Businesspartner