ფინანსები
27/04/2023

ADB: გლობალურ ნულოვან ემისიაზე გადასვლის სარგებელი განვითარებად აზიაში ხარჯს ხუთჯერ აღემატება

მსოფლიოს მასშტაბით სათბური აირების ნულოვანი ემისიის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოტანა შეუძლია. განვითარებადი აზიისთვის აღნიშნული სარგებელი კლიმატის ცვლილების შერბილებაზე გაწეულ დანახარჯს ხუთჯერ აღემატება, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. 

სარგებელი — მათ შორის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების თავიდან აცილება და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება — მიღწევადია მიზანმიმართული რეფორმებით, წერია დღეს გამოცემულ აზიის განვითარების პროგნოზის თემატურ ანგარიშში: აზია მსოფლიო ნულოვანი ემისიის გარდამავალ პერიოდში.

თუ მსოფლიო ერთად იმუშავებს პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული გლობალური დათბობის 2°C-ზე მეტად შესამცირებლად, რეგიონისთვის ეს ხარჯი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1%-ს შეადგენს, კლიმატის ან ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით სარგებლის მიიღებამდეც კი. 

„კლიმატის პოლიტიკამ დანახარჯი რომ ამოიღოს, ეკონომიკურად ეფექტიანი მიდგომები გვჭირდება, როგორიცაა ნახშირბადის ტარიფის შემოღება,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

ანგარიშის მიხედვით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. რეგიონზე მოდის ზღვის დონის აწევით გამოწვეული საფრთხის წინაშე მყოფი მსოფლიო მოსახლეობის 70%. ასევე რეგიონის კისერზეა 2019 წელს მსოფლიო სათბური აირების ემისიის თითქმის ნახევარი.

აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკისა და განვითარების მიზნების მიღწევა და კატასტროფული კლიმატის რისკების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება რეგიონის ზრდის სტრუქტურის ტრანსფორმაციის გარეშე, ნათქვამია ანგარიშში.  

აღნიშნული ტრანსფორმაცია მოითხოვს ნახშირისა და სხვა ნამარხი საწვავის განახლებადი ენერგიის წყაროებით სწრაფ ჩანაცვლებას, ენერგოეფექტიანობის გაზრდას და ტყეებისა და ნახშირბადის ჩამჭერი სხვა საშუალებების კონსერვაციას. შედეგად, გლობალური ნულოვანი ემისიის მიღწევას შეუძლია ჰაერის დაბინძურების შემცირების ხარჯზე 2030 წლისათვის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 350 000 სიცოცხლის გადარჩენა და 2050 წლისათვის ენერგოსექტორში დამატებით 1.5 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა.

თუ 2100 წლისათვის გლობალური დათბობა 4°C-იან ზღვარზე შენარჩუნდება, კლიმატის ცვლილებისგან მიღებული ზიანი განვითარებადი აზიის მშპ-ს 24%-იან ზარალს მიაყენებს, ნათქვამია ანგარიშში.  

ანგარიში ურჩევს პოლიტიკის გამტარებლებს ყურადღება სამი მიმართულებით გაამახვილონ: ნახშირბადის ტარიფი და სუბსიდიის რეფორმა ნამარხი საწვავისა და მიწის გამოყენებისთვის, რეგულაციები და წამახალისებელი საშუალებები ფინანსების მოძიებისა და უფრო სუფთა ენერგიის წარმოების ხელშესაწყობად და სოციალური დაცვა და დასაქმების ხელშეწყობა სამართლიანობის დასაცავად. 

ანგარიში აზიის განვითარების პროგნოზის, ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის ნაწილია. აზიის განვითარების პროგნოზი 2023 4 აპრილს გამოქვეყნდა და ის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ანალიზს და მიმოხილვას შეიცავს. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023