
$5,4 მლრდ - ქვეყნის სავალუტო რეზერვები აპრილის რეკორდს ხსნის
ქვეყნის სარეზერვო აქტივები აპრილის რეკორდს ხსნის. 1 აგვისტოსთვის $ 5.436 მლრდ -იან ნიშნულზეა. ივლისში ზრდაა $ 370 მლნ-ით.
რეზერვები ძირითადად სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა გაზარდა. ივნისისგან განსხვავებით, კლების მაპროვოცირებელი ტრანზაქციები არ აღინიშნება. მთავრობის სავალუტო ხარჯები არ იყო და არც სახელმწიფო საწარმოების შესყიდვები (ენერგომატარებლების, ძირითადად გაზის,რომლის მომსახურების საფასურიც რეზერვებიდან კონვერტირდება).
ივნის-ივლისში სავალუტო ბაზარზე სავაჭრო გარიგებები თითქმის მთლიანად (>99%) სპოტ გარიგებებით შედგა.
სებ-ის წილი მთლიან ვაჭრობაში თვეების მიხედვით (2023)
იანვარი | 4.9% |
თებერვალი | 3.4% |
მარტი | 7,2% |
აპრილი | 10.8% |
მაისი | 5.2% |
ივნისი | 5.0% |
სავალუტო რეზერვების ზრდაზე ასევე აისახა ბანკების სავალდებულო რეზერვების მატება, რაც დეპოზიტების დოლარიზაციას უკავშირდება. სებ-ში კომერციული ბანკების 5 მლრდ-მდე ლარის რეზერვებია.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, სებ-მა ივლისში Bmatch-ზე $250 მილიონზე მეტი შეისყიდა. ამასთან ივნისისგან განსხვავებით, სავალუტო ინტერვენციისთვისაც არ მიუმართავს. ივნისში ხო $17.1 მილიონი გაყიდა, რამაც მიმოქცევაში ლარის მასა 45 მილიონით გაზარდა.