ფინანსები
21/03/2023

2022 წელს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების მაჩვენებლები შემცირდა

2022 წელს ფინანსური ანგარიშგება 75 659 კომპანიამ გამოაქვეყნა. მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

კერძოდ, 2021 წელს კომპანიის ფინასნური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია 76 733-მა კომპანიამ გაასაჯაროვა, საიდანაც 71 000-ზე მეტი მეოთხე კატეგორისა იყო.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 2022 წელს, ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების ფარგლებში, 40 ფინანსური ანგარიშგება შეამოწმა.

უწყების ინფორმაციით, მომავალ წელს ეს მაჩვენებლები გაიზრდება.

ცნობისთვის, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულება მსხვილ კომპანიებს 2017 წლიდან დაევალათ. საწარმოები ოთხ კატეგორიად იყოფიან, მეოთხე გატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარშგების მომზადებისა და გამოქვეყნების ვადა თავდაპირველად 2019 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რეგულაცია 2021 წლამდე გადავადდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023