ზურაბ ნოღაიდელი: ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა ჰესი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს
„საქართველოში, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ზრდა არ იქნება საკმარისი. ეს ზრდა მხოლოდ მოსახლეობის 40% -ის მდგომარეობას გააუმჯობესებს და 60%-ისას კი გააუარესებს“, - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.
ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ამ 60%-ის გარკვეულმა ნაწილი იფიქრებს ქვეყნის დატოვებაზე, უცხოეთში გადახვეწასა და იქ მუშაობაზე იფიქროს.
„ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ამიტომ ეს საპროგნოზო პარამეტრი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. ჩვენ გვჭირდება 10%-იანი ზრდა მომდევნო 10 წლიან პერიოდში, რომ მთელი მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს და არავინ იფიქროს ქვეყნის დატოვებაზე. 10%-იანი ზრდის უზრუნველყოფისთვის და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კი აუცილებელი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის ჰიდროპროექტების, მათ შორის ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების განხორციელება. ამისთვის მცირე და საშუალო ჰესების გამართვა საკმარისი ვერ იქნება“, - განმარტა ნოღაიდელმა.