ენერგეტიკა
17/06/2021

USAID საქართველოში ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას წაახალისებს

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოში ახალი, 5-წლიანი პროგრამა იწყება და მისი მიზანი ენერგობაზრის განვითარებაა.

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება. ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა სექტორში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრო კავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულირების ვალდებულებების დაკმაყოფილებით ეს პროგრამა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან და შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე ქვეყნის დამოკიდებულებას,“ - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს ქვეყნის მედეგობა- გააძლიეროს ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა და დანერგოს პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია საზოგადოების გარე მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად. მათ შორისაა რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა.

პროგრამას Deloitte Consulting-ი ახორციელებს.

Businesspartner