ენერგეტიკა
23/07/2021
USAID-ი საქართველოში ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის $15.7 მლნ-იან პროგრამას იწყებს
საქართველოში USAID-ი ახალ პროგრამას იწყებს.
ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის $15.7 მლნ-იანი პროგრამა საქართველოს საკუთარი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაში დაეხმარება.
გარდა ამისა, 5-წლიანი პროგრამა კერძო ინვესტორებისთვის მიმზიდველი, მოქნილი, კომპეტენტური და გამჭვირვალე ბაზრის შექმნაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ოფიციალურად გორის ქარის სადგურზე 28 ივლისს, 11:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ -ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.