ენერგეტიკა
09/09/2021
უდაბნოს მზის ელექტროსადგურს "ნექსთ ენერჯი" ააშენებს
კახეთში, სოფელ უდაბნოსთან მზის სადგურს კომპანია „ნექსთ ენერჯი“ ააშენებს. სწორედ ეს კომპანია გახდება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ პარტნიორი და ქვეყანაში მზის ელექტროსადგურს ააშენებს.
ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე - 5 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება - 7.1 მლნ კვტ/სთ იქნება. პროექტის სავარაუდო ღირებულება - 3,45 მლნ დოლარით არის განსაზღვრული.
საერთო კომპანიაში ენერგეტიკის განვითარების ფონდის წილი 10% იქნება, „ნექსთ ენერჯის“ 90%.
ეს სახელმწიფოს მხრიდან უდაბნოში მზის ელექტროსადგურის აშენების მეორე მცდელობაა. წინა ტენდერში „საქართველოს მზის კომპანია“ იყო გამარჯვებული.
„ნექსთ ენერჯის“ ბენეფიციარი მფლობელი კანადის მოქალაქე გოგა ჯახიაა. მისი კომპანია ჩართულია ასევე იმერეთში, ქარის ელექტროსადგურების პროექტშიც.