ენერგეტიკა
29/05/2021
თურქეთი ელენერგიის ექსპორტიორებისთვის მომხიბვლელი ბაზარი აღარ არის
თურქეთი აღარ არის ისეთი მომხიბვლელი ბაზარი, როგორც იყო 5 წლის წინ - ელექტროენერგიის ექსპორტიორებს თურქეთში ელექტროენერგიის დაბალი ტარიფები ხვდებათ.
„ნამდვილად შემცირებულია ექსპორტი თურქეთში, თუმცა, როდესაც საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიაა, სადმე უნდა მოხდეს მისი გატანა, ამიტომ ზოგიერთ ექსპორტიორს უღირს რომ გაიტანოს თურქეთში. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდა სომხეთი, როგორც საექსპორტო მიმართულება და აქ უფრო მაღალ ტარიფს იღებენ ქართველი ექსპორტიორები, გარკვეულ პერიოდებში, ვიდრე თურქეთში“, - აცხადებს „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი და განმარტავს, რომ ამ გზით, ექსპორტის დივერსიფიცირება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 153.79 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგია გავიდა.