ენერგეტიკა
11/06/2021

ტეხური ენერჯი: ადგილობრივი მოსახლეობა ტეხური კასკადის მშენებლობას მხარს უჭერს

„ტეხურის კასკადის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ პროექტს ისრაელური კომპანია „რაზგალ ენერჯი“ ახორცილებს. 

„ტეხური ენერჯის“ გენერალური დირექტორი მოგელი ტყებუჩავა განმარტავს, რომ ამ დროისთვის ისრაელელი ინვესტორები საქართველოში იმოყოფებიან და მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნის მომზადება. გარდა ამისა, დარჩენილია მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება, რის შემდეგაც, ინვესტორი კომპანია მშენებელ კომპანიას შეარჩევს და მშენებლობას დაიწყებს.

პროექტი დაგეგმილ ადგილზე (სოფელ ლებარდესთან ახლოს) აღარ განხორციელდება. შერჩეულია ორი ახალი ლოკაცია.

„რაც ყველაზე მისასალმებელია ის არის, რომ განსხვავებით სხვა ჰესების მშენებლობებისგან, ამ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა სრულად მხარს უჭერს ამ პროექტის განხორციელებას. ინვესტორმა საბანკო გარანტია დადო მთავრობის სასარგებლოდ, 600 000 დოლარის ფარგლებში. მოსახლეობამ ორჯერ მიწერა ყოფილ ორ პრემიერ-მინისტრს, რომ დაინტერესბეულები არიან ჰესი აშენდეს,“-აცხადებს ტყებუჩავა.  

მისი ინფორმაციით, ტეხურის კასკადის მიერ გამომუშავებულ 1კვტ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 6 ცენტად იყიდის.

მისივე თქმით, ისრაელის კომპანია ტეხურის კასკადის მშენებლობაზე დაახლოებით 180  მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პროექტი მდინარე ტეხურაზე 2 მცირე ჰესის მშენებლობას გულისხმობს, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 114 მეგავატი იქნება. შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელება სამი წელია შეჩერებულია.

Businesspartner