ენერგეტიკა
27/05/2021

"თბილისი ენერჯიმ", დაგროვებული ზარალის გამო, სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართა

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, "თბილისი ენერჯიმ" მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მათ კომპანიაში დაგროვებული ზარალის გამო მიმართა.

"მიზეზი რის გამოც ისინი ითხოვენ ტარიფების გადახედვას ეს არის მათ კომპანიაში დაგროვებული ზარალი. ბოლოს, როდესაც კომპანიისთვის ტარიფი დავადგინეთ, ერთი დოლარი 2.97 ლარი ღირდა. შემდეგ ტარიფის გაუფასურება მოხდა, რაც გახდა მათი ზარალის უმთავრესი მიზეზი. ისინი გაზს უფრო ძვირად ყიდულობენ, ვიდრე ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფით ხდება მოსახლეობისთვის მიწოდება.

აქედან გამომდინარე,კომპანია გახდა ვალაუვალი.იმისათვის,რომ კომპანია მოემსახუროს მომხმარებლებს, მნიშვნელოვანია, რომ მათი ტარიფების გადახედვა მოხდეს. კომისიის სხდომაზე სწორედ ამ საკითხზე ვიმაჯელებთ ვნახავთ რა მოცულობის ზარალი დაგროვდა კომპანიაში" განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკმა "თბილისი ენერჯის" სამომხმარებლო ტარიფები ბოლოს 2019 წელს დაადგინა,თუმცა მაშინ ცვლილება არ მომხდარა. ბოლოს გაზის ტარიფი თბილისში 2017 წელს გაიზარდა.

Businesspartner