ენერგეტიკა
12/06/2020

სვანეთში ბიტკოინების გამომუშავების გამო, ქსელზე დატვირთვა კვლავ მაღალია

სვანეთში ბიტკოინების გამომუშავების გამო, ქსელზე დატვირთვა კვლავ მაღალია.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბიტკოინების ჭარბ გამომუშავებასთან დაკავშირებით სვანეთში სურათი არსებითად არ შეცვლილა. „თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენერგოპრომ საკუთარი ძალებით, სამართალდამცავი ორგანოების დახმარეით მოახერხა და გარკვეული ნაწილი ჩახსნა დალუქა, ბიტკოინების წარმოების სურათი ფაქტიურად უცვლელია. კომპანიის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სვანეთში კიდევ რჩება ბიტკოინის გამომუშავების ცალკეული შემთხვევები. ვფიქრობ, მათი ქსელიდან ჩახსნის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. სვანეთში ქსელი ისედაც დატვირთულია, სისტემა მოძველებულია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ სწორი ფორმით მოხდეს ენერგიის მოხმარება და მოხმარებულ ენერგიაზე იყოს შესაბამისი გადახდები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდიდან მოუწევს სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს რეგიონი 90-იანი წლებიდან ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია.