ენერგეტიკა
20/02/2023

"შანსი გვაქვს, რომ უფრო მდიდრები გავხდეთ"- მაია მელიქიძე

საქართველოში  მწვანე ენერგიის ექსპორტიორი გახდეს. როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის  (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“  განაცხადა, „ნამახვანის“, „ნენსკრას“ და „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტების განხორციელება საკმაოდ გაჭიანურდა, ამიტომ ახლა დასაკარგი დრო აღარ არის.

„შანსი გვაქვს მოცემული უფრო მდიდრები გავხდეთ და გამოვიდეთ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან,“- აცხადებს მაია მელიქიძე.

მისი ინფორმაციით,  ევროპას ახლა ძალიან უჭირს და ელექტროენერგიას მთელ მსოფლიოში ეძებს.  შავი ზღვის კაბელი, რომელზეც ამჟამად ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მიმდინარეობს საქართველოს რუმინეთთან დააკავშირებს. მისი თქმით,  საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ იყოს სატრანზიტო ქვეყანა და ასევე აგენერიროს საკუთარი პროდუქტი, რომელსაც ექსპორტზე გაიტანს.

„კომპანია „ენკას“ პრეცენდენტმა საფრთხე შექმნა და  არასასიამოვნო კითხვის ნიშნები გააჩინა. ჩვენ რუკაზე ახლა გამოვჩნდით  და ახლა დავიწყეთ იმ საზოგადოებასთან ლაპარაკი, რომლებსაც სურვილი და განწყობა აქვთ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიცია ჩადონ.“ -აღნიშნავს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

 

Businesspartner