ენერგეტიკა
28/12/2021

სემეკმა 6 კომპანია 5000-5000 ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა 6 კომპანია დააჯარიმა.

5  000 ლარის ჯარიმა დაეკისრა შპს „ფერს“, შპს „სუპორჰესს“, შპს „ენერგიას“, შპს „ჯონოული 1“-ს, შპს „მაქსანია-2014“-ს, შპს „ჰიდროენერჯის“. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღო. სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველია კომპანიების მიერ  რეგულაციების დარღვევა, კერძოდ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარადგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და  აუდიტის ანგარიშები.

არაუგვიანეს 1 თებერვლამდე ფინანსური ანგარიშგების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს მათთან მიმართებით საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე.