ენერგეტიკა
15/06/2020

"საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება" - შავლეგ მიშველაძე

საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში კვლავ რჩებანავთობპროდუქტების ინდუსტრიის აქილევსის ქუსლად. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად საუბრობს საწვავის ხარისხთან დაკავშირებულ მასშტაბურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. კონკრეტულად ამ ინდუსტრიის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უპრეცენდენტო ფაქტთან: ბაზრის კეთილსინდისიერი მოთამაშეები, ანუ კეთილსინდისიერი ბიზნესი, ითხოვს რეგულაციების არათუ შერბილებას, არამედ გამკაცრებას და შემდგომში მათ აღსრულებას.აქვე ხაზგასასმელია ბოლო პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა -ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის მონიტორინგისკუთხით. თუმცაღა შედეგი ცხადყოფს, რომ  არსებული რეგულაციები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროცედურებიაბსოლუტურად მოძველებულია და ისინი ვერ უძლებენ ვერანაირ კრიტიკას. აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით, იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხისკონტროლის ძირეულად განსხვავებული მექანიზმებისშემოღება და მათი განუხრელი აღსრულება.

 2019 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს მიერ აღებულისაწვავის სინჯების ანალიზის შედეგები ჩვენ უკვე გავუზიარეთ საზოგადოებას. როგორც ველოდით, სამწუხაროდ, დიზელის საწვავში ყოველი მე-4 სინჯი არ შეესაბამებოდასაქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პარამეტრებს და გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა (ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელი)საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს თითქმის 30-ჯერ აღემატებოდა. ამ მაჩვენებელსთუ ევროპაში მოქმედ დიზელის საწვავის სტანდარტს შევადარებთ,ვნახავთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებულდიზელის საწვავის სინჯში გოგირდის შემცველობა 150-ჯერაღემატება ვეროპულ ქვეყნებში დაშვებულ სტანდარტს.ხაზგასასმელია, რომ ამ ოდენობით გოგირდის შემცველობის საწვავს მსოფლიოში არცერთიქვეყანა არ აწარმოებს და ის რომ ამ ხარისხის საწვავის რეალიზაცია საქართველოში ხდებაეს ფაქტი უდაოდ ითხოვს შესაბამის მოკვლევას და სწრაფ რეაგირებას.

2020 წლის აპრილსა და მაისში,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს მიერ აღებული დიზელისა დაბენზინის საავტომობილოსაწვავისსინჯების შედეგებითაცსაგანგაშო ვითარებაა: ორივე ტიპის საწვავში, ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამოა ქვეყნის კანონმდებლობის დადგენილ ხარისხობრივ სტანდარტებთან, ანუ, მომხმარებელი იღებს უხარისხო საწვავს, გამოუსწორებლად ზარალდება ქვეყნის ეკოსისტემა, შესაბამისად მნიშვნელოვნად ზიანდება თითოეული ჩვენთაგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობა და სხვა.

ამას გარდა, ბუნებრივია, რომ უხარისხო საწვავის არსებობა ძირს უთხრის კონკურენტულიგარემოს არსებობას და მნიშვნელოვნად აფერხებს სამართლიანი ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. იგიყოველდღიურად ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს და   საფრთხეს უქმნის ამ ინდუსტრიაში შექმნილ ათასობით სამუშაო ადგილს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საკუთარი მანდატის ფარგლებში,გააგრძელებს ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავის ხარისხთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა-მონიტორინგს დამაქსიმალურად შეეცდებახელი შეუწყოს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში გადაუდებლადაუცილებელი რეფორმების განხორციელებას.