ენერგეტიკა
23/03/2022

საქართველოში ქარის გენერატორებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების წარმოება დაიწყება

„დელტას“ ბაზაზე ქარის გენერატორებს და მისი მაკომპლექტებელ ნაწილების საწარმოს ამოქმედება განიხილება.

ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას როგორც ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, ასევე ასეთი ტიპის დანადგარებისა და მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე მიმართავენ ძალისხმევას, პოტენციური ინვესტორების მოსაძიებლად, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.

ახალი საწარმო „დელტას“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება. 

Businesspartner