ენერგეტიკა
02/12/2021

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ნოემბერში 19%-ით გაიზარდა

საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

11 თვეში ქვეყანამ 12.5 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 15%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. 19%-ით არის გაზრდილი მოხმარება მხოლოდ ნოემბერში, რაც 1.2 მილიარდ კილოვატსაატს აღემატება. 

იმპორტის მოცულობა მხოლოდ 62.7 მლნ კვტ.სთ იყო, თუმცა, 11 თვეში ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 1.8 მილიარად კვტ.სთ აღწევს. გაიზარდა საქართველოს დერეფანით ელექტროენერგიის ტრანზიტიც.