ენერგეტიკა
25/06/2021
პრემიერი: განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას ყურადღება დაეთმობა
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას დიდ ყურადღებას დაუთმობს.
“ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 000 მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა.
ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის შესრულებად. ამის თაობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა პრემიერმა.