ენერგეტიკა
02/11/2021

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია შეიძინა.

ესკოს მონაცემებით, 20 ოქტომბრის ჩათვლით მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთი ლიდერობდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 107 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, 73 მლნ კი აზერბაიჯანიდან, 19 მილიონი სომხეთიდან.

ამავე პერიოდში საქართველომ თურქეთის მიმართულებით 164 მლნ კვტ.საათი ტრანზიტულად გაატარა.

რა დაუჯდა სქართველოს ოქტომბერში ელექტროენერგიის შეძენა ჯერ უცნობია. 9 თვის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის იმპორტზე 37,1 მლნ დოლარი დაიხარჯა.

Businesspartner