
ენერგეტიკა
13/07/2021
ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2020 წელს მოგება 37-ჯერ ₾3.2 მლნ-მდე შეუმცირდა
თითქმის ₾1 მლრდ-ის შემოსავალი და ₾3.2 მლნ-ის წმინდა მოგება - ასეთია „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2020 წლის კონსოლიდირებული შედეგი.
კორპორაციას 2020 წელს 997.2 მლნ ლარის შემოსავალი ჰქონდა, 123.4 მლნ-ით მეტი 2019 წელთან შედარებით, თუმცა თითქმის 17 მლნ ჰქონდა შემცირეული საოპერაციო მოგება, რაც 143.9 მლნ ლარს შეადგენდა.
წმინდა მოგება კი, 37-ჯერ არის შემცირებული 120.1 მლნ-დან 3.197 მლნ-მდე.
კომპანიის შემოსავლების სტრუქტურა:
გაზის რეალიზაცია - 585.09 მლნ
ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდება - 333.23 მლნ
ნედლი ნავთობის გაყიდვა - 9.4 მლნ
გაზსადენის იჯარა 43.06 მლნ
ნავთობის ტრანსპორტირება - 26.3 მლნ
სხვა შემოსავლები - 69.4 მლნ