ენერგეტიკა
31/03/2021
ნამახვანჰესის კვლევების ვალიდურობა გადამოწმდება
ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სწორედ ამ ჯგუფმა უნდა გადაამოწმოს ნამახვან ჰესთან დაკავშირებული ყველა კვლევის ვალიდურობა, კრიტიკული ნაგებობების- კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა კი დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კვლევების შედეგების ექსპერტიზა დაადასტურებს ჰესის ფუნქციონირების უსაფრთხოებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ეკონომიკის მინისტრის ვარაუდით, აპრილის თვე კვლევების შედეგების ანალიზს დაეთმობა, ექსპერტთა ჯგუფი კი მშენებლობის მიმდინარეობაშიც, სხვადასხვა ეტაპზე შეძლებს ჩაერთოს პროცესებში, რათა ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბური პროექტი მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს.