ენერგეტიკა
06/07/2021

მინისტრი: ჩვენი ამოცანაა, რამდენიმე წელში ევროკავშირს მწვანე ენერგია მივაწოდოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელება, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტო გადამცემი კაბელი.

„სულ რამდენიმე წლის წინ ზღაპარივით ჟღერდა, თუმცა, დღეს ეს არის აბსოლუტურად რეალისტური პროექტი, რომელსაც მსოფლი ბანკი აფინანსებს. ამ ეტაპზე, მსოფლიო ბანკთან ვართ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების პროცესში.

ვმუშაობთ ამ პროექტზე მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად და ჩვენი ამოცანაა ევროკავშირს რამდენიმე წელში მივაწოდოთ მწვანე ენერგია, რომელიც ადგილობრივი წყაროებით იქნება გენერირებული.“–აღნიშნავს, ეკონომიკის მინისტრი.

ინფორმაციისთვის, პროექტი  უმნიშვნელოვანესი იქნება საკუთრივ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე გატანის თვალსაზრისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს დამატებით მისცემს სოლიდურ სატრანზიტო შემოსავალს. საქართველოს ენერგოსისტემა პირდაპირ დაუკავშირდება ევროპის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ქსელს, რაც გარდა ენერგეტიკული და ეკონომიკური ფაქტორებისა, ცალსახად იქნება გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი ფაქტიც.

Businesspartner