ენერგეტიკა
30/03/2021

მერაბ ლომინაძე: ნამახვანჰესის პროექტს ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

ნამახვანის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტი დამოუკიდებლობის დღიდან არ განხორციელებულა. 

"საქართველოს უნდა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება რთულია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე, ამ პროექტს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ინვესტორმა კომპანიამ მიიღო ყველა ნებართვა რაც საჭირო იყო პროექტის განხორციელებუსთვის, თუმცა ჩატარდა დამატებითი კვლევები და რეალურად სახეზეა კომუნიკაცის ნაკლებობა", - განავხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მერაბ ლომინაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არის, ENKA ნორვეგიულ პარტნიორთან ერთად დამატებით კვლევებს ახორციელებს და დაახლოებით 6-8 კვირაში დასრულდება.

"კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება სანამ დადასტურებული კვლევები არ გვექნება. მშენებლობა არ არის დაწყებული, ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაობი, რომელიც არ შეჩერებულა და არც შეჩერდება", - განმარტა ლომინაძემ.

ENKA-ს პროექტების მენეჯერმა აღნიშნა, რომ ასეთი მოცულობითი პროექტების განხორციელება ცვლილებების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა პროექტი ყველაზე უკეთ არის შესწავლილი.

"დღეს ხდება იმ შედეგების ვერიფიკაცია იმ საერთაშორისო ექსპერტების მიერ რომლის ნდობაც ქართულ საზოგადოებას აქვს. 

შეხვედრა გვექნება ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მზად ვართ ერთობლივი გადაწყვეტილებები მივიღოთ პროექტის განსახორციელებლად. ტექნიკური თვალსაზრისით შეცდომა არ ყოფილა, თუმცა უშეცდომო არავინ არის და არც შეცდომების გვეშინოდეს, მთავარია, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ", - განაცხადა ლომინაძემ.

შეგახსნებთ, რომ კომპანია ENKA ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესიას მართავს, რომელზეც განიხილება პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და გამოწვევები. პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საელჩოები, საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, არასამთოვრობო სექტორი, მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

Businesspartner