ენერგეტიკა
05/07/2021

Helios Energy გერმანიაში საწყობს აგვისტოში გახსნის

Helios Energy თავის პარტნიორ IMS Erneuerbare Energien GmbH-სთან ერთად, გერმანიაში საწყობს აგვისტოში გახსნის, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ “ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

„გერმანიაში საწყობის არსებობა, ზრდის შესაძლებლობებს, რომ Helios Energy–მ პროდუქტის მიწოდების და შესაბამისად, გაყიდვების მასშტაბი მთელ ევროპაში გაზარდოს. საწყობი იქნება 1000 კვ.მ ფართობზე, სადაც დასაწყობდება, როგორც Helios Energy-ის, ასევე პარტნიორების ტვირთი. საბოლოო ეტაპზე ვართ და აგვისტოდან აღნიშნული ობიექტი ფუნქციონირებას დაიწყებს,“ – აღნიშნავს თორნიკე დარჯანია.

Helios Energy–ს, გერმანულ კომპანიასთან, IMS Erneuerbare Energien GmbH-სთან აქვს შეთანხმება, რომ გამოიყენოს საწყობი, რომლის საშუალებითაც ევროპის ქვეყნები მომარაგდება. ქართული მხარე მშენებლობაში მონაწილეობას იღებს, თუმცა არა ფინასნურ ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ Helios Energy საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას საერთო ჯამში, დაყენებული აქვს 2,5 მეგავატიის ელ–სადგური.

Businesspartner