ენერგეტიკა
27/09/2021

GOGC-ი არაბულ ENOC-თან თანამშრომლობას გეგმავს

პარტნიორული და საქმიანი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაციამ რაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ნავთობ-კომპანიის (ENOC) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

შეხვედრა მხარეებს შორის ENOC-ის სათავო ოფისს, ქალაქ დუბაიში გაიმართა.

ორმხრივი კონსულტაციების დროს, კორპორაციის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ სამხრეთკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის როლზე აღნიშNა ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში და ასევე – სამომავლო სავაჭრო-კომერციული გარიგებების პერსპექტიულობას ცენტრალური აზიის რეგიონიდან (საქართველოს გავლით) შავი ზღვის აუზში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ახალი ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.

ENOC-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შეიხ საიფ ჰუმაიდ ალ ფალასიმ მზადყოფნა გამოთქვა არაბულ და ქართულ ეროვნულ კომპანიებს შორის სამომავლო სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობის უფრო დეტალურ შესწავლასთან დაკავშირებით. მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების კუთხით. ალ ფალასი გამოვიდა მხარეებს შორის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივით, რომელიც კომერციული თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების ძირეულ ანალიზს გააკეთებს.

ქართული დელეგაცია საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიის შვილობილ კომპანია DRAGON OIL-ის ტოპ მენეჯმენტსაც შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და სამომავლო საექსპორტო მოცულობების კავკასიურ დერეფანში გადმომისამრთების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

 

Businesspartner