ენერგეტიკა
10/10/2023

"გაზპრომმა" უზბეკეთში ყაზახეთის გავლით გაზის მიწოდება დაიწყო

რუსულმა „გაზპრომმა“ უზბეკეთში ყაზახეთის გავლით გაზის მიწოდება დაიწყო.

გადაწყვეტილება მოსკოვში სპეციალური ცერემონიით აღნიშნეს, რომელსაც სამი ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა და სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა.

რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული ორწლიანი ხელშეკრულების თანახმად, უზბეკეთი ყოველდღიურად 9 მილიონი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს განახორციელებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზბეკეთი, რომელიც თავად მწარმოებელი და ექსპორტიორია, რუსეთიდან გაზის იმპორტს ახორციელებს. იმპორტი ცივ სეზონზე დეფიციტის დაფარვას მოხმარდება.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, როგორიცაა ფასების ლიმიტი და ემბარგო საზღვაო ნავთობის ექსპორტზე, რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები შემცირებულია.

energynews.ge