ენერგეტიკა
08/10/2021

ფერი: სად აშენდება ქარის ელექტროსადგური 1 წელში გვეცოდინება

ონის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“ ქარის ელექტროსადგურს ააშენებს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განიხილება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა, იმერეთი, ქართლი, ჯავახეთი.

ამჟამად მიმდინარეობს ლოკაციების კვლევა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კომპანია დაახლოებით 1 წელიწადში მიიღებს.

ქარის ელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 800 მილიონი კვტ/სთ-ით განისაზღვრა. 

ამ  შემთხვევაში  კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ცენტს. 

 

Businesspartner