ენერგეტიკა
03/09/2021

Enovus: მზის, ქარისა და ჰიდრო მიკროელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაზრდილია

მიკრო ელექტროსადგურებზე მოთხოვნა იზრდება. "ბიზნესპარტნიორთან" კომპანია Enovus-ში განმარტავენ, რომ დაინტერესება იზრდება როგორც კერძო პირებიდან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესიდან.

Enovus-ი მომხმარებლებს მიკრო-ქარის და მიკრო-ჰიდრო ელექტროსადგურებთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას, დაპროექტების, ფინანსური შეფასების, ინსტალაციასა და მონიტორინგს სთავაზობს. 

კომპანიის კორპორატიული სტრატეგიის განვითარების ლიდი, ანა ლეჟავა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ სტარტაპის ამოცანაა მომხმარებელს ენერგო-ეფექტური გადაწყვეტილებები მიაწოდოს და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორი განავითაროს, ასევე, ცნობადობის ამაღლების სხვადასხვა კამპანიაში ჩართვით და გრძელვადიანი ეფექტის მქონე სოციალური პროექტების განხორციელებით. მონაწილეობა მიიღოს მწვანე ფილანტრპიის განვითარებაში.

"მოთხოვნა თანდათან იზრდება, განსაკუთრებით კი დენის ფასის აწევისა და ნეტო აღრიცხვის სისტემის შემოღების შემდეგ. ჩვენი კლიენტები არიან როგორც კერძო პირები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები. თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე მსხვილ პროექტზე ქვეყნის გარეთაც. ვპარტნიორობთ წამყვან იტალიურ, პოლონურ და უკრაინულ მომწოდებლებთან და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს.

ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო მზის ელექტროსადგურის ახალი პროექტისთვის ახალქალაქში. ადგილზე განთავსდება 200 კილოვატი დადგმული სიმძლავრის სადგური, რომელიც წელიწადში გამოიმუშავებს 280,000 კილოვატ საათ ელექტრო ენერგიას. სადგური სექტემბერში ჩაერთვება ქსელში და სრულად ენერგოდამოუკედებელს გახდის ბენზინგასამართ სადგურს. ვგეგმავთ ჩავერთოთ ცნობადობის ამაღლების კამპანიებში და საგანმანათლებლო პროგრამებში, რომ კერძო, საჯარო და არასამთავრებო სექტორმა კარგად გაათვითცნობიეროს ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა,“ - აღნიშნავს ანა ლეჟავა.

სულ ახლახან Enovus–მა Sustainable Development Academy K4S ინიციატივას შეუერთდა, რისი მეშვეობით ასობით ქართველი ახალგაზრადა გაივლის ტრენინგებს განახლებადი ენერგის და მდგრადი განვითარების სექტორში.

Enovus–ი საქართველოში სულ რაღაც ორი წლის წინ დაარსდა და პირველი კომპანიაა, რომლიც სამივე მიმართულებით მუშაობს - მზის, მიკრო ქარის და ჰიდრო ელექტროსადგურებზე, რათა მომხმარებლისთვის ყველაზე ოპტიმალური დაგაწყვეტილება მოიძიოს.

Businesspartner