ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო რისკები და მათი შემსუბუქების გზები – USAID-ის სემინარი ინვესტორებისთვის
USAID-ის “ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოშიმ“, ინვესტორებისთვის ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო რისკებისა და მათი შერბილების გზების შესახებ სემინარს უმასპინძლა.
შეხვედრაზე განიხილეს განახლებადი ენერგიების განვითარების ტენდენციები და დეზინფორმაციის რისკები, რაც ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას აფერხებს.
"ინვესტორების გამოხმაურება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის მომავლის რეალიზებას, ქვეყნის განვითარებისათვის", - ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ასევე მონაწილეობას იღებდნენ მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე და USAID–ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში-ს ხელმძღვანელის მოადგილე ივანე პირველი.
ჰიბრიდული ღონისძიება ასევე მოიცავდა Woodrow Wilson International Center for Scholars-ის დეზინფორმაციის სპეციალისტის ნინა იანკოვიჩის და სხვა ადგილობრივი ექსპერტების პრეზენტაციებს.