ენერგეტიკა
02/02/2022

EBRD მზადაა, განახლებადი ენერგიის ასათვისებლად საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს 

ეკონომიკის სამინისტრომ EBRD - ის განახლებადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ენერგეტიკის მიმართულების დირექტორთან აიდა სიტდიკოვასთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდაჭერია. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის მიმართულებით.

EBRD - ის წარმომადგენლის მხრიდან გამოთქვა დაინტერესება, რათა აღნიშნულმა საფინანსო ორგანიზაციამ კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა გლობალურ ტენდენციებს დეკარბონიზაციის მიმართულებით და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში.