ფოტო: socialnews
ენერგეტიკა
18/11/2021

COVID-ის შემთხვევების ზრდა ეკონომიკის აღდგენას საფრთხეს უქმნის - ნავთობის ფასი $80-ს ჩამოსცდა

ნავთობს ფასი 80 დოლარს ჩამოსცდა.

ხუთაშაბათის დილის ვაჭრობაზე Brent-ის  მარკის ნავთობის ფასი 79.9 დოლარამდე შემცირდა. კლება 2.2%-ს აღემატებოდა.  დასავლეთ ტეხასური ნავთობის ღირებულება კი, 78.3 დოლარამდე შემცირდა. 

ნავთობის ფასების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ და OPEC-მა მოსალოდენელი ჭარბი მიწოდების შესახებ განაცხადეს.

ფასებზე გავლენა მოახდინა ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ, რაც ეკონომიკის აღდგენას საფრთხეს უქმნის. ნავთობმომპოვებლების გეგმაა მოპოვება დღე/ღამეში არაუმეტეს 400 000 ბარელით გაზარდონ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მათ შორის აშშ მათ მოპოვების უფრო სწრაფი ზრდისკენ მოუწოდებს.

Businesspartner