Block Energy რუსთავის ჭაბურღილზე მუშაობას ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით დაიწყებს
"ბლოკ ენერჯი“ და „ბეიკერ ჰიუზი“ საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განთავსებაზე შეთანხმდნენ. ტექნოლოგიები გაზისა და ნავთობის მოპოვებაში, ასევე გეოთერმული პროექტის შეფასებაში იქნება გამოყენებული.
„ბლოკ ენერჯი“ საქართველოში 5 სალიცენზიო ბლოკზე ოპერირებს და ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე მუშაობს, „ბეიკერ ჰიუზი“ კი გლობალური ენერგეტიკული ტექნოლოგიური კომპანიაა.
მხარეებმა მემორნადუმს ხელი უკვე მოაწერეს, რომლის თანახმდაც „ბეიკერ ჰიუზი“ „ბლოკ ენერჯის“ ბურღვით ოპერაციებში დაეხმარება. პროექტის განხორციელება დასავლეთ რუსთავის WR-BA ჭაბურღილიდან დაიწყება, რომელიც ჰორიზონტალურ ბურღვას გულისხმობს. მოსაპოვებელი მოცულობა კი 2.1 მილიონი ბარელით არის შეფასებული.
ტექნოლოგიურმა კომპანიამ დამატებითი ინჟინრები განათავსა სამგორის, პატარძეულისა და დასავლეთ რუსთავის საბადოებზე. მიზანი გეოთერმული, ნახშირბადისა და წყალბადის ათვისების პოტენციალის შეფასება და განვითარებაა.
მთლიანობაში, ბეიკერ ჰიუზი დაეხმარება კომპანიას შეაფასოს საკუთარ პორტფელში არსებული ნავთობისა და გაზის აქტივები და მწვანე ენერგიის ათვისების შესაძლებლობები.