ენერგეტიკა
20/12/2021

Block Energy ბურღვით სამუშაოებს იწყებს - კომპანია 8 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვებას ელის

Block Energy-მ ინვესტორებს კიდევ ერთ ჭაბურღილზე ბურღვის დაწყებაზე აცნობა.

მეორე ჭაბურღილზე JKT-01Z დაახლოებით 8 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვებაა ნავარაუდევი. ის მდებარეობს ვერტიკალურ ჭაბურღილის  КРТ-39 გვერდით, საიდანაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 450 მლნ ბარელი ნავთობია მოპოვებული. ორივე ჭაბურღილი XIB ბლოკშია განთავსებული.

Block Energy-მ საქართველოში ნავთობის და გაზის მოპოვების სამუშაოების გააქტიურებაზე ზაფხულში განაცხადა. კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, აცხადებს, რომ განაგრძობს საკუთარი პორტფელის გაფართოებას და რჩება ფოკუსირებული საქართველოზე.

გასული წლის ბოლოს მან ერთ-ერთი ლიცენზიანტის - „შლუმბერჟეს“ ორი სალიცენზიო ბლოკი გადაიბარა და ჯამში ხუთ სალიცენზიო ბლოკზე ოპერირებს. კომპანია ნავთობის ძიება/ მოპოვებას ჰორიზონტალური ბურღვის მეთოდით გეგმავს.

 

 

Businesspartner