აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია თურქეთსა და რუსეთიდან იმპორტირებულზე იაფია
Galt & Taggart-ი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2020 წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია თურქეთსა და რუსეთიდან იმპორტირებულზე იაფი იყო.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, გარიგების ფასები , 2020 წლის განმავლობაში, იმპორტიორი ქვეყნების ჭრილში შემდეგნაირად განისაზღვრა: აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ფასი 4.2 ცენტამდე შემცირდა, თურქულის ფასი – 4.3-4.5 ცენტის ფარგლებში მერყეობდა, რუსული ელექტროენერგია კი ყველაზე ძვირი, 4.5-5.3 ცენტი ღირდა.
დოკუმენტის მიხედვით, მთლიანობაში, 2020 წელს საქართველომ 12.1 ტერავატი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2019 წელთან შედარებით, 4.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ სოციოეკონომიკურ შეზღუდვებს უკავშირდება.
მოხმარების შემცირების ფონზე, 2020 წელს საქართველოს დადგმული სიმძლავრე 432 მეგავატით გაიზარდა და 4.5 გეგავატს მიაღწია.
მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც ვერ ახერხებს ადგილობრივი მოთხოვნის საკუთარი გენერაციით სრულად დაკმაყოფილებას. 2020 წელს საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 12.6% იმპორტირებული იყო.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 3 ქვეყანაზე ნაწილდება: აზერბაიჯანი – 45.1% რუსეთი – 35.4% თურქეთი – 19.5%.