ენერგეტიკა
13/10/2021

არაბული "მასდარი" საქართველოში მზისა და ქარის ელექტროსადგურებში ინვესტირებით ინტერესდება

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი „მუბადალას" წევრი ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარი" ქართულ ენერგოსექტორში ინვესტირებით ინტერესდება.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „მასდარის" წარმომადგენლებს უმასპინძლა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილეს.

"მასდარმა", რომელიც სახელმწიფო ფონდია, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარების კუთხით ინვესტიციების განხორციელებაში.ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია „მასდარი" განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.

 

Businesspartner