ენერგეტიკა
18/06/2021

აფბას პრეზიდენტი: ენერგოსექტორში კორუფციის დიდი რისკი ჩნდება რიცხვებისა და ქმედებების მანიპულაციით

„ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებელ ორ სახელმწიფო კომპანიას,„ელექტროენერგენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“ (ესკო) და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ და მალავენ ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ინფორმაციას.

ბუნებრივია, გაუმჭვირვალე პოლიტიკა ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე მანიპულაციებს და ხომ არ არის აქ კორუფციის რისკიც“, – ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა“ გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

კაპანაძის განცხადებით, მისი ორგანიზაცია უკვე 4 თვეა უშედეგოდ ცდილობს მიიღოს ესკოსგან ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ტარიფების შესახებ. ესკო ინფორმაციას კონფიდენციალურს უწოდებს, თუმცა კაპანაძის განცხადებით მათ ყველა იმპორტიორმა კომპანიამ, რუსეთიდან იმპორტიორი კომპანიის გარდა,  განუცხადა, რომ არ მათ არ მოუთხოვიათ ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება.

„ჩვენ, ყველა იმპორტიორმა კომპანიამ, გარდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორისა, რომელთანაც სამწუხაროდ დაკავშირება ვერ მოხერხდა, განგვიცხადა, რომ მათ არ მოუთხოვიათ საკონტრაქტო ფასების გასაიდუმლოება. მაშინ, როცა ესკოსგან 4 თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ ინფორმაცია. ამ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება, სადაც ესკო ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბუნებრივია, ეს გვიჩენს ლეგიტიმურ კითხვებს – რატომ ხდება ინფორმაციის დამალვა, ხომ არ აქვს ადგილი გარკვეულ მანიპულაციებს და ხომ არ არის ეს კორუფციულ რისკებთან დაკავშირებული“, – განაცხადა კაპანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

Businesspartner