ენერგეტიკა
15/12/2020

“აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა. ენერგოსექტორში რაკეშ ნაიკის წარმატებული კარიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან TATA POWER-თან არის დაკავშირებული. თავდაპირველად, ის “შუახევი ჰესის“ პროექტს შემოუერთდა, როგორც ოპერირების დირექტორი, 2020 წლის შემოდგომიდან კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.

რაკეშ ნაიკმა უზრუნველყო შუახევი ჰესის წარმატებით და ტექნიკური გამოწვევბის გარეშე ექსპლუატაციაში გაშვება. ჰესის ოპერირების ფაზაზე, იგი მართავს საოპერაციო, უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ პროცესებს. მისი სურვილია კიდევ უფრო გაუნჯობესდეს სოციალური და ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის საკითხები.

,,ჩემთვის დიდი პატივია, საუკეთესო ქართველ ინჟინერთა გუნდთან ერთად ვმართო საქართველოსთვის უმნიშვნელოვნესი ენერგო პროექტი. “შუახევი ჰესი“ მრავალი წლის მანძილზე, მის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიით, მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. ამავდროულად, ჩვენ  ოპერირების ეტაპზეც დავრჩებით ლიდერები ენერგო სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით  და მაღალმთიან აჭარაში, ჩვენი მხარდაჭრით, კვლავ არაერთი სოციალური პროექტი განხორციელდება“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა.

ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტი “შუახევი ჰესი“ 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022