ენერგეტიკა
12/07/2021

18 მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს

18 მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს.  

1 ივლისიდან ესკომ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირ მომხმარებელად სწორედ 18 კომპანია დაარეგისტრირა, რითაც პირდაპირ მომხმარებელთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. ეს კომპანიები ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულებებით უშუალოდ მწარმოებლებისგან ან სისტემის კომერციული ოპერატორისგან ყიდულობენ.

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო წესით თავისუფალ (როგორც საბითუმო ასევე საცალო) ბაზარზე გავიდნენ 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული თვეში საშუალოდ 0,4 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების მსხვილი მომხმარებლები.

2022 წლის 1 ივლისიდან – 6-10 კვ ძაბვაზე მიერთებული თვეში საშუალოდ 1 მლნ კვტ.სთ -ზე მეტი მოხმარების მქონე მომხმარებლებიც ასევე პირდაპირი მომხმარებლები გახდებიან.

რაც შეეხება სხვა მომხმარებლებს, რომლებიც თვეში 1 მლნ კვტ.სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ 2026 წლამდე უფლებამოსილი არიან მიიღონ ელექტროენერგია კომისიის მიერ რეგულირებული სამომხმარებლო ტარიფით საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით.

ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2021 წელს პირდაპირი მომხმარებლები ჯამში 3.12 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარენ.

1 ივლისიდან პირდაპირ მომხმარებელთა რიგებს შეემატნენ: სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურიშპს შავი ზღვის ტერმინალიშპს ჯორჯიან ბილდინგ გროუფსს არგოშპს კარმენიშპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშპს საქართველოს მელიორაციაშპს ლილო მოლისს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)შპს ბათუმის ნავთობტერმინალისს წყალი მარგებელისს საქართველოს რკინიგზაშპს ორბი ჯგუფი ბათუმიშპს რუსთავის წყალიშპს ბევრილი ჯგუფიდსს აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალიაიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი;   ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი

Businesspartner