ენერგეტიკა
27/05/2021
1 ივნისიდან თბილისში გაზი თითქმის 8 თეთრით ძვირდება
თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზრდება.
ტარიფები, რომლებიც დღეს სემეკმა "თბილისი ენერჯისთვის დაადგინა თითქმის 54 თეთრია, ნაცვლად აქამდე არსებული 46 თეთრისა.
ტარიფი რომელიც დღეს სემეკმა დაადგინა პირველი ივნისიდან ამოქმედდება და 2023 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, რომ "თბილისი ენერჯიმ" სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით კომპანიაში დაგროვებული ზარალის გამო მიმართა.
სემეკმა "თბილისი ენერჯის" სამომხმარებლო ტარიფები ბოლოს 2019 წელს დაადგინა, თუმცა მაშინ ცვლილება არ მომხდარა. ბოლოს გაზის ტარიფი თბილისში 2017 წელს გაიზარდა.