ვინ დებს ინვესტიციას საქართველოში - TOP-10 კომპანია
საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები კვლავაც არ არის.
"ბიზნესპარტნიორი" გთავაზობთ 10 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალს. საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საწარმოები არ არის დალაგებული რიგითობის მიხედვით.
1. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
2. შპს თბილისი ენერჯი
3. სს ენერგო - პრო ჯორჯია
4. შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
5. შპს რუსთავის ფოლადი
6. შპს მტკვარი ჰოლდინგი
7. შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
8. სს ბიჯეო ჯგუფი
9. სს ეპ ჯორჯია გენერაცია
10. შპს ენთეინ ჯორჯია
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში 1 მლრდ 152 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ორჯერ მეტია, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულს მკვეთრად ჩამორჩება.