ვიქტორ ყიფიანი: მაიკ პომპეოს ვიზიტისგან ველით ამერიკული ინტერესების მეტ სიცხადეს რეგიონში
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომეოს ვიზიტი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ შეაფასა და იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც ამ ორ ქვეყანას დიპლომატიურ სტუმრობასთან მიმართებით გააჩნია.
„ის რაც ამ ვიზტისგან გვსურს, არის ამერიკული ინტერესების მეტი სიცხადე რეგიონში. ბოლო წლებში რეგიონალური დინამიკა იმგვარად იცვლება, რომ არის ერთგვარი განცდა, თითქოს, დასავლური ინტერესი ცოტათი ჩამორჩა მოვლენების განვითარებას. სახელმწიფო მდივნის ხვალინდელი ვიზიტი, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ერთ დიდ და ძლიერ ნაბიჯს გადადგამს - ესაა ჩვენი ყველაზე დიდი მოლოდინი. ამ შეხვედრის ყველაზე დიდი რეზონანსი, სწორედ, ფსიქოლოგიურ-იდეოლოგიური იქნება, რომ ამერიკას აქვს ინტერესი რეგიონის მიმართ და ის ირჩევს საქართველოს ამ რეგიონალური ინტერესების გრძელვადიანი პერსპეტივის ჭრილში. მეორე საკითხია, ამერიკას რა უნდა - ჩვენ, ცალსახად ბევრად უფრო სუსტები და მოწყვლადები ვართ, მაგრამ გლობალური კავშირები იმდენად მოირღვა, რომ ამერიკა არანაკლებაა დაინტერესებული სხვადასხვა რეგიონში ჰყავდეს სტაბილური და სანდო მოკავშირეები.
რეგიონის მასშტაბით ჩვენი დემოკრატია, რა თქმა უნდა, არა იდეალური, მაგრამ შედარებით დაწინაურებულია. ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო ღია და გახსნილია, ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობა და სტანდარტები ბევრად უფრო მიახლოებულია დასავლეთთან, სწორედ ეს გახლათ ის მიზეზები, რის გამოც, რეგიონის მასშტაბით ამერიკა სწორედ საქართველოსთან ურთიერთობას ირჩევს,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.