ეკონომიკა
08/06/2021

"ვფიქრობ, საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით"

"ვფიქრობ, საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი 2021 წლის ოთხი თვის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით," - განაცხადა ფინანსთა მინისტირს მოადგილე მიხეილ დუნდუამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული". 

დუნდუამ ასევე ისაუბრა, ეკონომიკის ზრდის მოლოდინებსა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე. 

"რა თქმა უნდა, მოლოდინები დიდ როლს ასრულებს, მაგრამ ამ თვეებმა აჩვენა, რომ უფრო მნიშვნელოვანი ის რეალობაა რაც ბიზნესშია, თავის კონკურენტუნარიანობის და საერთაშორისო გაღწევადობის მიმართულებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რაც არ უნდა მოლოდინი გვქონდეს, ამის ხარჯზე ექსპორტს ვერ გავზრდით. ქვეყანა, რომელიც სანდო ხდება საერთაშორისო პარტნიორების, უცხოელი ბიზნესმენებისა და ადგილობრივი მეწარმეებისათვის, ასეთ ქვეყნაში ბიზნესი გრძნობს თავისუფლებას, იღებს უფრო თამამ გადაწყვეტილებებს, რომელსაც რეალური შედეგი აქვს. 

აპრილში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ექსპორტი 60%-ით, ხოლო 4 თვის მაჩვენებლით 25%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მაღალი რიცხვია. ველოდები გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების გამოქვეყნებას და ვფიქრობ, საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი 2021 წლის ოთხ თვეში ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი 2020 წელსაც გაიზარდა. საქართველო თანდათან საექსპორტო ქვეყნად ყალიბდება."– აღნიშნავს, მიხეილ დუნდუა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023