ვარდები, მიხაკები, ქრიზანთემები - რამდენი ტონა ყვავილი შემოვიდა საქართველოში
2022 წელს საქართველოში 638 ათასი დოლარის ღირებულების ვარდების, მიხაკებისა და ქრიზანთემების იმპორტი განხორციელდა, რომელთა საერთო მოცულობამ 434 ტონა შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 257.3 ათასი დოლარის ღირებულების, 138 ტონა ვარდები შემოვიდა. იმპორტის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდა.
2023 წლის იანვარში კი ქვეყანამ 30 ათასი დოლარის ღირებულების ვარდები იყიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართელოდან ძალიან მცირე მოცულობის ყვავილების ექსპორტი ხორციელდება. ვარდების შემთხვევაში, 2022 წლის ექსპორტის მოცულობა 5.5 ათას დოლარს არ აღემატებოდა.
2022-ში 147.4 ათასი დოლარის ღირებულების 185 ტონა მიხაკები შემოვიდა. იანვარში კი 26 ათასი დოლარის ღირებულების 32 ტონა. გასულ წელს 233.5 ათასი დოლარის ღირებულების 111 ტონა ქრიზანთემების იმპორტი განხორციელდა. იანვარში კი ქვეყანამ 25 ათასი დოლარის ღირებულების 11. 6 ტონა ქრიზანთემები იყიდა.