უთანასწორობა, დაბალი პროდუქტიულობა და სამუშაოების ხარისხის ზრდა - რაში დახმარება WB საქართველოს
მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს სამუშაო ადგილების შექმნასა და ხარისხის ზრდაში დაეხმაროს.
ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის წარდგენაზე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორის სებასტიან მოლინეუსის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციით აღფრთოვანებულია, თუმცა რჩება გარკვეული გამოწვევები, მათ შორის უთანასწორობა, დაბალი პროდუქტიულობა და სამუშაოების ხარისხის ზრდის დაბალი ტემპი.
„ეკონომიკური მემორანდუმი“, რომელიც საქართველოსთან გავაფორმეთ, შეიცავს შთამბეჭდავ ისტორიას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიამდე საქართველო იყო ევროპასა და აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. მსოფლიო ბანკი აპირებს, დაეხმაროს საქართველოს მტკიცე პროდუქტიულობაში, რათა გაიზარდოს შესაძლებლობები ხალხისთვის და შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები", - განაცხადა მოლინეუსმა.
მისივე თქმით, დაახლოებით წლიური 5%-იანი ზრდით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7.5-8.5% -იანი მოზიდვით, ბოლო ათწლიან პერიოდში თითქმის გაანახევრა სიღარიბე.
"ბოლო ორ წელიწადშიც, ასევე პოსტ კოვიდურ პერიოდში, ჩვენ ვიხილეთ, განსაკუთრებული ორნიშნა ზრდა და იმავეს ველოდებით წელსაც. ეს მოყვება ძლიერ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის მტკიცე რეფორმას. თუმცა, ამავდროულად ანალიზი გვიჩვენებს, რომ რჩება საკითხები, რომელთა აღმოფხვრაც საჭიროა.
პირველია უთანასწორობა, კერძოდ კი, საქართველოს რეგიონებში. მეორე, პროდუქტიულობის დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და მესამე, სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება ეკონომიკურ ზრდას. ამ მემორანდუმში შემუშავებულია რამდენიმე ამბიციური პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება მომდევნო 10 წლისთვის მთავრობის ამბიციურ ეკონომიკური ზრდის სტრატეგიას.
ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს მტკიცე პროდუქტიულობაში, რათა გაიზარდოს შესაძლებლობები ხალხისთვის, შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური განვითარება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც გაიზარდოს.
ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ, რომ საქართველომ გამოიყენოს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის.
მოლინეუსმა ფინანსური სექწტორის სიძლიერეეც აღნიშნა და თქვა, რომ ფინანსური სექტორი ძლიერია. ნამდვილად გაუძლო დარტყმებს და დაამტკიცა, რომ მედეგია. მთავრობამ უნდა გააგრძელოს ფინანსური სექტორის სტაბილურობის, ზრდისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერა“, – განაცხადა მოლინეუსმა.