უმსხვილესი საიმპორტო და საექსპორტო ქვეყნები-საქსტატის 6 თვის ანგარიში
2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (248.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (230.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (229.1 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (728.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (473.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (379.3 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (702.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (627.6 მლნ. აშშ დოლარი).