ფოტო: elements.envato.com
ეკონომიკა
05/07/2022

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი საქართველოს ბაზარს გაუხსნის ან დამატებით ლიბერალიზაციას მისცემს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ამ პროდუქტებს, ვიდრე შეთანხმება ძალაში არ შევა.

“საზოგადოებაში ხშირად მუსირებს აზრი, რომ ასიმეტრიულია თურქეთთან ვაჭრობის შეთანხმება და თურქული მხარე უფრო მეტ სარგებელს იღებს ამ შეთანხმებისგან, ვიდრე საქართველო, რადგან თურქული მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში სხვადასხვა პროდუქტი ამოღებულია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს თურქეთის ბაზარზე ნულოვანი სატარიფო განაკვეთით. ამ მიმართულებით თურქეთთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია,“ - განუცხადა "ბიზნესპარტნიიორს" ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ.

ასევე დასრულების ეტაპზეა მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მოლაპარაკებები. უწყება განმარტავს, რომ არსებული შეთანხმება ე.წ. ძველი თაობის შეთანხმებაა, და ამ დროისთვის მხოლოდ საქონლით ვაჭრობის საკითხებს ფარავს. სწორედ ამიტომ, მხარეები ახალი თავის დამატებაზე მუშაობენ.

„მომსახურებით ვაჭრობის დამატება გულისხმობს იმას, რომ ორი ქვეყნის ბიზნესებს ერთმანეთის ბაზრებზე საკუთარი სერვისების გაყიდვა გაუმარტივდეთ, რაც გაზრდის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას და თანაბრად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. თუ გადავხედათ საქართველოს მომსახურებით ვაჭრობის სექტორს, საკმაოდ დიდია ექსპორტის პოტენციალი. იმის მიხედვით, თუ როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები და რა სექტორებს გაგვიხსნის თურქეთი, შედეგებზე ამის მიხედვით ვისაუბრებთ“ - აცხადებს მარიამ გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“.

ცვლილებებზე შეთანხმება სავარაუდოდ, სექტემბერში გაფორმდება. საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023