Photo: Getty Images
ეკონომიკა
08/02/2023

თურქეთის საფონდო ბირჟა დაიხურა

თურქეთის საფონდო ბირჟა, აქციების ფასების დაცემის შემდეგ, ვაჭრობას აჩერებს. ქვეყნის საორიენტაციო აქციების ინდექსი 7%-ით დაეცა, რაც გამოწვეულია დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.

როდის განახლდება ვაჭრობა უცნოიბია. ბირჟების ოპერატორის Borsa Istanbul-ის სპიკერი დამატებით კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით არ აკეთებს.

აღსანიშავია, რომ აქციების ვარდნა მიწისძვრამდეც დაწყებული იყო, რადგან ინვესტორები წუხდნენ მაისის მოახლოებული არჩევნების გამო. ამას ემატება მთავრობის პოლიტიკა, რომ ძალიან მაღალი ინფლაციის მიუხედავად, დაბალი საპროცენტო განაკვეთები შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა მიწისძვრამ თურქეთში ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.